რეზონანსი
30.07.2024

„ნაცმოძრაობა", არასამთავრობო ორგანიზაციები და სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, სინქრონში მოქმედებენ, - ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელს.

„ნებისმიერი მათი განცხადება თუ მოქმედება, რომელიც „ქართულ ოცნებას" უპირისპირდება, პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართული ოცნება" მათი მხრიდან იყოს ჩამოშორებული ხელისუფლებას და ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა", რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს და თავადაც განახორციელებს ომში ჩართულობას. ამიტომ ეს საკონსტიტუციო სარჩელიც არის იმ დიდი სურათის და გეგმის ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგად ვშიფრავთ ყველა ეტაპზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×