რეზონანსი
30.07.2024

საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გუშინ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. გუშინ დაღუპული ორი ბავშვის ასაკი ექვსი და შვიდი წელია.

BBC-ის ცნობით, დაშავებული ხუთი ბავშვისა და ორი ზრდასრულის მდგომარეობა მძიმეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×