რეზონანსი
30.07.2024

დაკავებულია ფონიჭალელი ქალი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. 2 შვილის დედა პოლიციამ საკუთარ სახლში აიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს მახიატ გაჯიევას ოთახიდან, ეზოდან და სარდაფიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მკვლელი ნივთიერებაა ამოღებული.

დაკავებულის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილია სასწორებიც, რომლითაც 44 წლის ქალი სავარაუდოდ, ნივთიერებას აფასოებდა და სავარაუდოდ სარეალიზაციოდ ამზადებდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გაჯიევას უვადო პატიმრობა ემუქრება.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 28 პირს შორის იორდანიის მოქალაქეცაა. 22 წლის სტუდენტს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×