რეზონანსი
30.07.2024

დილიდან ხმაურია დეზერტირების ბაზართან - ბაზრობაზე დასაქმებულ მოვაჭრეებს წინამძღვრიშვილის ქუჩა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა გზა იმ პირობით გახსნეს, რომ მათთან შესახვედრად მერიისაა და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივლენ.

მოვაჭრეების თქმით, მათთვის უცნობმა პირმა გააფრთხილა დასაქმებულები, რომ 10-15 აგვისტოს პერიოდში დაცალონ ტერიტორია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ალტერნატივა არ აქვთ და შემოსავლის გარეშე რჩებიან. 

"ხვიჩა მაქაცარიამ აგოს პასუხი აი ამ ბაზრის თავიდანვე დაშლაზე. მოვიდეს კალაძე აქ. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ნუ გვაქციეთ ლტოლვილებად, ყველას ნუ გაგვიხადეთ სამშობლოდან წასვლის საშუალება.... რას გვერჩით, ჩვენი კეთილსინდისიერი შრომით ვშრომობთ. კობახიძეს მინდა მივმართო, მარტო ეგ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, რომ 2% ნიშნულია ეკონომიკური ზრდაო, მოდი და შეგვეკითხე რა დღეში ვართ.... სიცოცხლის უფლება წაგვართვეს, მე მონა ვარ, მონა, ასეთი მონა არასდროს ვყოფილვარ ახლა რომ ვგრძნობ", - თქვა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×