რეზონანსი
29.07.2024

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში სისხლისღვრას ომის დასავლელი ბარონების გარდა, სარგებელი არავისთვის მოუტანია.

მისი განცხადებით, თურქეთი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად მუშაობს, ამისთვის იყენებს დაბალანსებულ პოლიტიკას და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ ომი შავი ზღვის რეგიონში არ გაფართოვდეს.

„არავინ არ მოიგო ამ სისხლისღვრის შედეგად, გარდა დასავლელმა სამხედრო ბარონებმა. ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ და აკეთებენ ყველაფერს შესაძლებელს ცეცხლის გასაღვივებლად. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებაზე. ჩვენ ამას ვაკეთებდით პირველივე დღიდან. ჩვენ წინ აღვუდექით ამ ცეცხლის გავრცელებას შავ ზღვაზე, მივყვებოდით რა დაბალანსებულ პოლიტიკას და ვმოქმედებდით რა სამართლიანად ჩვენს ორ მეზობელს შორის", - განაცხადა ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×