რეზონანსი
29.07.2024

მივმართავ „ოცნების“ ლიდერებს: ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს - თქვენი წამზომი ჩართულია! - ამის შესახებ ამის შესახებ "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, Edison Research-ის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს „ქართულ ოცნებას“. 

გუშინ გამოქვეყნდა  Edison Research-ის პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში. რას წარმოადგენს Edison Research?  ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მკვლევარი ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც მთელი მსოფლიო ენდობა. 

ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს „ქართულ ოცნებას“. 

დღეს კი, ამ მონაცემებთან დაკავშირებით, „ოცნების“ მთელს „ლიდერშიპს“ სიმწრის ქილიკი აქვს გამართული.

ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, - თქვენი წამზომი ჩართულია!"- წერს ოქრიაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×