რეზონანსი
29.07.2024

კახეთში, სოფელ კაბალიდან, დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს. "რადიო თავისუფლებას" გატაცებული გოგოს ბიძა ეუბნება, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს:

"ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში".

გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×