რეზონანსი
29.07.2024

ძლიერმა წვიმა ქალაქ ოზურგეთში სერიოზული პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უცებ მოვარდნილმა ნალექმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა.

„ამ ეტაპზე რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება შუქი. ვარკვევთ დეტალებს და ვაკვირდებით ვითარებას“, - განუცხადა "გურინიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ბახტაძემ.

ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ადგილას კოკისპირული წვიმის შედეგად წარმოშობილი ნიაღვრები ხელს უშლის გადაადგილებას.

მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურის ბრიგადები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×