რეზონანსი
28.07.2024

დეკანოზი დავით რუხაძე პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ეხმიანება და აცხადებს, რომ პირდაპირ იყო წახალისებული გაუკუღმართებული ურთიერთობები და ეს ყველაფერი ჰგავდა ლგბტ პროპაგანდისტების ფესტივალს.

„ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი დაემსგავსა ფაქტობრივად „გეი პარადს" ანუ ლგბტ პროპაგანდისტების ფესტივალს, მე ამაში ეს დავინახე. აქ იყო პირდაპირ წახალისებული გაუკუღმართებული ურთიერთობები და ე.წ. ტრანსჰუმანისტური პროექტი, ანუ ახალი ადამიანის შექმნა, რომელიც იქნება, არა ისეთი როგორიც ღმერთმა შექმნა ბუნებით, არამედ გაუკუღმართებული შინაგანი სამყაროთი.

როდესაც შეურაცხყოფენ ღმერთს, შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, შეურაცხყოფენ ტრადიციებს და ტრადიციულ ურთიერთობებს, ამაზე ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ მკვეთრი პოზიცია, ხმა ავიმაღლოთ და ამის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ." - განაცხადა დეკანოზმა დავით რუხაძემ „ქრონიკასთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×