რეზონანსი
28.07.2024

პარიზის ოლიმპიურ სოფელში, სამოელი კრივის მწვრთნელი გარდაიცვალა. ინფორმაციას Cbsnews-ი ავრცელებს.

ლიონელ ელიკა ფატუპაიტო 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე, გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელს სასწრაფო დახმარება გაუწიეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციის ინფორმაციით, მწვრთნელი პარასკევს, "ბუნებრივი მიზეზით" გარდაიცვალა.

"ლიონელის თავდადებამ და სპორტისადმი გატაცებამ, წარუშლელი კვალი დატოვა კრივის ისტორიაში", - ნათქვამია კრივის საერთაშორისო ასოციაციის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×