რეზონანსი
28.07.2024

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "ჰეზბოლამ" „ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“.

„შაბათის თავდასხმა "ჰეზბოლას" მიერ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთაა. ის არ არის არმია, რომელიც სხვა არმიას ებრძვის, არამედ ის არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია ათეულობით პირი. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. ბრალდებებს „ჰეზბოლა“ უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×