რეზონანსი
27.07.2024

რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ომში ჩართვაზე.

„რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში. მოვლენების განვითარებამ დაგვანახა, რომ მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი.

ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე, რაც გამოიწვევდა, არა მარტო ქვეყნის ჩამოშლას და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს, არამედ დადგებოდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ასე, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ეს არ ეკადრება!

საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას, რისი გარანტიც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია!" - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×