რეზონანსი
27.07.2024

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური" პარტიიდან დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ის ამერიკის პრეზიდენტი არ გახდება, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.

„თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება. ყველაფერი გამოვა და ძალიან სწრაფად. ხოლო თუ ვერ გავიმარჯვებთ, ახლო აღმოსავლეთში თქვენ დიდ ომებს მიიღებთ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომსაც", - თქვა ტრამპმა.

მან დაამატა, რომ მსოფლიო ახლა მესამე მსოფლიო ომთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×