რეზონანსი
27.07.2024

როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? - ამ ის შეახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არ იქნება გასაკვირი, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა „ვითომ მეომრების" დაგეგმილი რომ იყოს.

„მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში.

პუტჩის გამოცდილება და პუტჩის მონაწილეები კიდევ, ოხრად ჰყავთ პარტიაში და პარტიის ლიდერშიფში. სრულიად არ გამკვირვებია, მაგ ნახირს ბიძინაზე თავდასხმა რომ დაეგეგმათ. მაგრამ ვერ ეღირსებიან მაგ მიზნის მიღწევას, ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ ამ გარეწრებმა."- წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×