რეზონანსი
27.07.2024

ქუთაისი-ზესტაფონის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს, დურუ ჩიხლაძეს ეძებენ. ინფორმაცია "დაიჯესტს“ დაკარგულის მეუღლემ დაუდასტურა. როგორც დურუ ჩიხლაძის მეუღლე, მარი კვანტრიშვილი ჰყვება, სამძებრო სამუშაოებში ზესტაფონისა და ქუთაისის პოლიციაა ჩართული. მისი თქმით, მეუღლე სახლიდან თავად გააცილა.

„დილის 10:17 საათზე ჩაჯდა "მარშრუტკაში", ამის შემდეგ ქრება. ეძებს ქუთაისისა და ზესტაფონის პოლიცია. სახლიდან თავად გავაცილე. ეცვა ნაცრისფერი ზედა, კრემისფერი შორტი და ეკეთა სათვალე, რომელიც სურათშიც ჩანს. ასევე ვერცხლის დიდი ჯაჭვი უკეთია. ამბობენ კამერებში ფიქსირდებაო და ქუთაისის ქუჩებში დადისო, თუმცა ჯერ ვერ ვპოულობთ“, - ჰყვება დაკარგულის მეუღლე, მარი კვანტრიშვილი.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×