რეზონანსი
26.07.2024

ბელგიაში ჩეჩნეთის სამი მკვიდრი დააკავეს, რომლებიც ვილაიათ ხორასანის ჯგუფის სახელით ტერორისტულ განზრახვებში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ AFP ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

„ვილაიათ ხორასანის ჯგუფის მხარეს „ტერორისტულ" ქმედებებში ეჭვმიტანილი სამი ჩეჩენი დააკავეს ბელგიაში, პარასკევს, თავდასხმის შიშის ფონზე ჩატარებული ჩხრეკის სერიიდან მეორე დღეს", - წერს მედია.

ერთი დღით ადრე ბელგიურმა გამოცემა "ლა ლიბრემ" -მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიაში ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობისა და ტერაქტის მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს.

ბელგიელმა სამართალდამცავებმა ტერორისტული თავდასხმის მომზადებასა და ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილი ადამიანების ჯგუფის დასაკავებლად ქვეყნის ცხრა ქალაქში 14 ჩხრეკა ჩაატარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×