რეზონანსი
26.07.2024

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ციხელაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოხდა, რასაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა.

დაინიშნება თუ არა ციხელაშვილი სხვა ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე, უწყებაში განმარტავენ, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ცნობისთვის, დიპლომატიური წარმომადგენლობის როტაციის ვადა საკონსულოში ოთხი წლით არის განსაზღვრული.

ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 18 ივლისს მოაწერა ხელი. მთავრობის ვებ-გვერდზე კი ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულება 24 ივლისს არის გამოცემული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×