რეზონანსი
26.07.2024

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ.

გოგიტა ფარჯიანმა გაიხსენა როგორ განვითარდა მოვლენები. ბიჭები ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე ფეხით აპირებდნენ ჩასვლას. ფარჯიანი ყვება, რომ გზაზე დათვი შეხვდათ, რის გამოც მარშრუტი შეცვლას და ქედზე გადასვლის ნაცვლად ტყეში სიარული გააგრძელეს.

„ძალიან მარტივად, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით 200 მეტრში შეგვხდა დათვი, ქარი ჩვენსკენ უბერავდა, კიდევ კარგი, მაგას აღვნიშნავ, მაგის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4 დღე, 5. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. [...] კვალი არ აგვრევია, უბრალოდ, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყეებით, არაფერი არ აგვრევია მოკლედ, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო", - თქვა გოგიტა ფარჯიანმა „მთავარ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×