რეზონანსი
25.07.2024

როგორც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი,

„[ვუთხარი], რომ ეს [რუსეთი] სამხედრო მანქანაა, რომ თქვენ წინაშე სამხედრო მანქანაა. ისინი [რუსები] ომებს აწარმოებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი. მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. და [უკრაინის შეიარაღებული ძალების] საგაზაფხულო კონტრშეტევა არც შემდგარა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო.

„ჩემი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი რამე არ მომხდარა", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×