რეზონანსი
25.07.2024

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა.

„არავითარი პოლიტიკური ნიშნით, არც სამინისტროში, არც ერთ ჩვენს უწყებაში, არც საჯარო სკოლებში და არც ერთ ჩვენს დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასდროს ადამიანი არ შერჩეულა.მგონი ამ კვლევამ ყველას გასცა პასუხი ქვეყნის შიგნით, ჩვენს ოპონენტებსაც და ქვეყნის გარეთაც, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, რომელიც საჯარო სახელმწიფო სამსახურში არჩევს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კვალიფიციურობის კუთხით" - განაცხადა ამილახვარმა.

სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა - მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზე მოხვდა, თერთმეტწლიანი პროგრესით კი მსოფლიოში 11-ე ადგილზე. მონაცემები ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ" გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×