რეზონანსი
25.07.2024

პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან" საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხის აქტუალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ისევ არ არის მოხსნილი. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ომი დასრულდება, საქართველოც მაშინ ამოისუნთქებს.

„სამწუხაროდ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან მეორე ფრონტი საქართველოში. იმედი გაქვს, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება უახლოესი თვეების განმავლობაში. მაშინ შეიძლება ცოტა ამოისუნთქოს ქვეყანამ, როდესაც მეორე ფრონტის საკითხი აღარ იქნება დღის წესრიგში. მანამდე ეს ყველა მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობთ, უნდა იცოდეს საზოგადოებამ და უნდა ვიყოთ ფხიზლად."- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×