რეზონანსი
25.07.2024

საქართველო არასდროს შეცვლის კურსს, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს არის კონსტიტუციაში - ეს არის ევროპული გზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ კურსს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, თუ ვინმეს უნდა, რომ კურსის ცვლილებაში იგულისხმოს ცალ ფეხზე დგომა, მმართველი გუნდი მათ ამაზე ვერ წაჰყვება.

„ჩვენს პარტიულ სლოგანში შემთხვევით არ ჩაგვიწერია ეს სიტყვა - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსიც და ეს არის ჩვენი მიმართულებაც. და თუ ფიქრობთ, რომ ევროპული გზა ომით, უბედურებით, საკუთარი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის დახოცვის ხარჯზე [უნდა] იყოს, ეს არ იქნება - ერთი და მეორე, სამწუხაროდ, ვერც იქნება. სულ რომ თავი შესწირო ამ იდეას, ეს ევროპასთან არ დაგაახლოებთ, არ გაგიჩნდეთ ამის ილუზია. ეს თან დაგაშორებთ და თან ფიზიკურად განადგურდებით. გავნადგურდებით და ვერც ევროპას დავუახლოვდებით ამით - ეკონომიკურადაც, ფიზიკურადაც. ვიღაც თუ გატყუებთ და გაჯერებთ, რომ ეს ევროპასთან დაგვაახლოებს, ესეც ცალკე ტყუილია და ამიტომ თავის გაწირვა ტყუილისთვის არ ღირს", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×