რეზონანსი
25.07.2024

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვეტერანი მებრძოლის გამოკითხვა მიმდინარეობს - კონსტანტინე ჯაღმაიასთან სუს-ს კითხვები ტერორიზმის ხელშეწყობის და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე აქვს.

ვეტერანი მებრძოლის ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი "პირველებთან" აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შეხება არ აქვს არცერთ საქმესთან, რომელიც ტერორიზმსა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციას უკავშირდება.

პირველ რიგში გავეცანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, შემდეგ კონკრეტულად იმ პირების, რომლებიც დაბარებულები არიან. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის შეკითხვები იქნება და 11 საათზე არის გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან, სადაც ველოდებით კითხვებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონსტანტინე ჯღამაია მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს და მას დასამალი არაფერი არ აქვს. რაც შეეხება ტერაქტის მომზადებას, ის ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში, მზად არის, რომ მისცეს ჩვენება მაგისტრ მოსამართლეს", - ამბობს თორნიკე ჩიქოვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×