რეზონანსი
25.07.2024

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამე­რი­კა­შია. პო­ლი­ტი­კო­სი ფო­ტო­ებს შტა­ტე­ბი­დან ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე აქ­ვეყ­ნებს. ენმ-ს ყო­ფი­ლი თავ­ჯდო­მა­რის შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ, გაჩ­ნდა კი­თხვა, რა­ტომ და­ტო­ვა პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლო. ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა ხა­ბე­იშ­ვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­დეს. იქ პო­ლი­ტი­კო­სის ძმა ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ათწ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, ხა­ბე­იშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის დროს ნახა.

"ამბები" ხა­ბე­იშ­ვილს ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და და ჰკი­თხა, რა მიზ­ნით გა­ემ­გზავ­რა და ხომ არ აპი­რებ­და პო­ლი­ტი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში გა­დას­ვლას:

"ვფიქ­რობ, იმა­ზე გა­სა­გე­ბად რაც სა­ჯა­როდ და ღიად ვი­სა­უბ­რე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ახ­სნა. ივ­ნის­ში ვთქვი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გამო მჭირ­დე­ბო­და მი­ნი­მუმ ორი თვე, რომ რის­კე­ბი და­ვა­ზღვიო და რის გამო მი­წევს ამის ახ­სნა.

აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან აქ­ტი­უ­რად ვიქ­ნე­ბი პრო­ცე­სებ­ში (რო­გორც ენმ-ს პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე) და სწო­რედ ამი­ტომ მჭირ­დე­ბო­და ეს 2-3 თვე რომ აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში არ­ცერ­თი წამი არ დავ­კარ­გო" - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×