რეზონანსი
24.07.2024

ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება პოლიტიკურად ვერამტან ადამიანთა იძულებითი ერთობა იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ერთობა არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება.

„ალეკო ელისაშვილს თავისი გასაჭირი ეყოფა, ეს ადამიანი აჭრილია თავიდან ბოლომდე. ელისაშვილმა ხაზარაძეს არაკაცი ეძახა და სადაც მე ვიქნები, იქ ახლოს გავლილი არ დაგინახოო. რაც მან იკადრა მამუკა მდინარაძის მიმართ, თუ რაიმე გააჩნდა, გაშიფრული და ჩამონგრეულია. ეს იქნება პოლიტიკურად ვერამტან ადამიანთა იძულებითი ერთობა, რაც არაფერი კარგის მომტანია არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×