რეზონანსი
24.07.2024

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" მოსალოდნელ წარმატებაზე ისაუბრა.

„ქართული ოცნება" ამ არჩევნებში აპირებს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას. ეს რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება ჩვენს მიერ განვლილ პოზიტიურ გზაზე, ქვეყნის სასარგებლოდ გაკეთებულ საქმეზე, იმ სამომავლო კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც უკვე არსებულ პოზიტივს დაემყარება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების" მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×