რეზონანსი
24.07.2024

„როიტერის" და „იფსოსის" სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს დონალდ ტრამპზე მცირე უპირატესობა აქვს.

გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კი - 42 პროცენტი.

„როიტერი" წერს, რომ გასულ კვირაში, საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლამდე ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ორი პროცენტით ჩამორჩებოდა.

ახალი გამოკითხვა 22 და 23 ივლისს ჩატარდა. ჰარისი და ტრამპი 15-16 ივლისის გამოკითხვაში 44 პროცენტით თანაბარ პოზიციებზე იყვნენ, ხოლო ტრამპი 1-2 ივლისის გამოკითხვაში ერთი პროცენტული პუნქტით ლიდერობდა.

„როიტერი" წერს, რომ გამოკითხვაში ცდომილება სამი პროცენტული პუნქტის ფარგლებშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×