რეზონანსი
24.07.2024

ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება პრინციპულობის ან ბევრი ფულის ამბავია, პრინციპულობისკენ ვიხრები, მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთი იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეც ხვდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ფულის იმედად წასვლა არ შეიძლება, ხალხიც საჭიროა.

„ორი ვარიანტია, ეს გაერთიანება არის პრინციპულობის ამბავი ან ბევრი ფულის. უფრო პრინციპულობისკენ ვიხრები, მაგრამ ხალხი არსებობს, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ეს ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება. ელისაშვილმა გადაუხადა ხაზარაძეს დიდი ფული, უფრო ნაკლებად დასაჯერებელია. ერთმანეთი იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ. მგონი, ხაზარაძეც ხვდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ფულის იმედად წასვლა არ შეიძლება, ხალხიც საჭიროა. ამიტომ, ცდილობს, რომ პოლიტიკურ ბაზარზე სხვადასხვა ადამიანი შეკრიბოს, რომლებსაც „ლელო"-ში შესვლაზე მარტივად დაითანხმებს. პოლიტიკურ კოალიციებს გადახედეთ, ვინ ვისთან არის დაწყვილებული, რაც მათ ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული, ამასთან ერთი „მევახშის" და „ხელს არ ჩამოგართმევ", რა მოსატანია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×