რეზონანსი
24.07.2024

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პეკინში ჩინელ კოლეგასთან ვან ისთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოსკოვის მხრიდან მზაობას ჯერჯერობით ვერ ხევად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„დმიტრო კულებამ [ვან ის] გააცნო უკრაინის თანმიმდევრული პოზიცია, რომელიც გულისხმობს შესაბამის ეტაპზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვას, თუ რუსეთი მზად იქნება კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების საწარმოებლად. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა რუსეთის მხრიდან ასეთი მზაობა არ შეინიშნება", - ნათქვამია განცხადებაში.

კულება პეკინში უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად გუშინ ჩავიდა. ჩინეთის დედაქალაქში მან მოლაპარაკებები თავის ჩინელ კოლეგასთან გამართა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოლაპარაკებებმა დახურულ კარს მიღმა სამ საათზე მეტხანს გასტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×