რეზონანსი
23.07.2024

რუსეთის კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, დილით, "კავკაზის" პორტში საბორნე გემზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა დაფიქსირდა. 

როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

"შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მეგობრებს", - დაწერა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×