რეზონანსი
23.07.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს კახა წიქარიშვილი სპეციალური განცხადებით მიმართავს და მოითხოვს მოსამართლის განჩინების გადაცემას, რომელშიც დასაბუთებულია გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მოქმედების შეჩერებაზე.

22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი. მოსამართლემ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და გარდა ამისა, 5 თვის ვადით პრეზიდენტს ეკრძალება ახალი კონკურსის, ან სხვა ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა. 

პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის უკვე ყოფილი წევრები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ორს, საიდანაც სალომე ზურაბიშვილმა წიქარიშვილი აარჩია, აცხადებენ, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი:

სასამართლო ცდილობს ჩაერიოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში | კომისიის ყოფილი წევრები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×