რეზონანსი
22.07.2024

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„დღეს დიდი სიამაყითა და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ უსაზღვრო ოპტიმიზმით მხარს ვუჭერ კამალა ჰარისის კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე. ჩემი ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერა კამალა ჰარისის პრეზიდენტობის მიმართ არის ოფიციალური, პირადი და პოლიტიკური", - ნათქვამია ნენსი პელოსის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა.

ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×