რეზონანსი
22.07.2024

გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული, „ლელოს" ახალი შემადგენლობა სასაცილოა და მათთან გახარიას გაერთიანება რეიტინგულ ზრდას ვერ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ლელოს" და პარტია „საქართველოსთვის" გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„გიორგი ვაშაძეს თავის თავზე ძალიან საინტერესო მისია აქვს აღებული, პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული და რაღაცნაირად უნდა, რომ „ლელო" და გახარია შეაწყვილოს. მათი ფორმალური დაწყვილების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთში თანამშრომლობით არაერთხელ გაგვაოცებენ, რადგან ოპოზიციურ ველზე არცერთი პოლიტიკური პარტია არ მეგულება, რომელიც დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილებას იღებს. მათი ერთმანეთში აღრევა ხდება და მათი დაწყვილება მხოლოდ ფორმალური იქნება. შეიძლება, პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ, ამიტომ მათ გაერთიანებაზე ინიციატივას მესამე პირი აჟღერებს. მსუბუქად რომ ვთქვათ, „ლელოს" ახალი შემადგენლობა ძალიან სასაცილოა და გახარიას მათთან გაერთიანება მათ რაიმე რეიტინგულ ზრდას მაინც ვერ უზრუნველყოფს. საინტერესო იქნება, საარჩევნო კამპანიის გახსნისას რა მოცემულობამდე მივალთ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×