რეზონანსი
22.07.2024

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივი იქნება.

„უპირველეს ყოვლისა საზოგადოება ჩვენ მხარს დაგვიჭერს იმიტომ, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ ამ გამომწვევებით სავსე რეგიონსა და მსოფლიოში. ამ მშვიდობისა და უსაფრთხოების ფონზე ვინარჩუნებთ სუვერენიტეტს და ეკონომიკურ აღმავლობას - აი, ეს არჩევნები იქება 26 ოქტომბერს. ხალხისთვის მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება - ომსა და მშვიდობას შორის; ლგბტ პროპაგანდასა და ტრადიციულ ცხოვრებას შორის; სუვერენიტეტსა და მონობას შორის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას აგვისტოს დასაწყისში დაიწყებს. საარჩევნო პროგრამა კი მოიცავს ყველა სფეროს. ხალხისთვის „ქართული ოცნების“ მთავარი სათქმელია, რომ ისინი ღირსებით განაგრძობენ პოლიტიკის წარმოებას და სერიოზული წნეხისა და ზეწოლისა მიუხედავად შეინარჩუნებენ მშვიდობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×