რეზონანსი
22.07.2024

ლატვიის პრეზიდენტს თუ რაიმე ადარდებს, ის აღნიშნოს, საკუთარი ქვეყანა რატომ არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცახდა, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

რატი იონათამიშვილის თქმით, ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა მაშინ, როცა ამის უფლება არ აქვს.

„გვახსოვს, როცა ეს ადამიანი საქართველოს ომში ჩართვისკენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. შესაბამისად, ამ ადამიანის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. თუ მას რაიმე ადარდებს, პირველ რიგში, ის აღნიშნოს, საკუთარი ქვეყანა რატომ არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუ ეს დისკომფორტს არ უქმნის, კიდევ უარესი მისთვის. ეს ადამიანი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა მაშინ, როცა ამის უფლება არ გააჩნია. ასეთი განცხადებების კეთება გააგრძელონ, მით უკეთესია, საზოგადოება მათ კიდევ უფრო ძლიერ „არას“ ეტყვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×