რეზონანსი
22.07.2024

როდესაც ამ ვითარებაში ამნისტიის კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ამნისტიის კანონის მიღებას თვითონ ითხოვდნენ.

„ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და პირველივე წელს ასეულობით პატიმარი გათავისუფლებდა. მეორე მხრივ ეს კანონპროექტი დაბალანსებულია და მაქსიმალურად არის მხედველობაში მიღებული, რომ ქვეყანაში არ უნდა გაუარესდეს კრიმინოგენური ვითარება. როდესაც ამ ვითარებაში კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×