რეზონანსი
20.07.2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ლონდონში, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის მოგზაურთა კვების ფესტივალზე", საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ღონისძიებებში მონაწილეობა და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის, ღვინის, გასტრონომიის სწორი პოპულარიზაცია და წარდგენა. საქართველოს სტენდის გარშემო არ წყდება ხალხის ნაკადი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მუდმივ რეჟიმში, სხვადასხვა სემინარის ფორმატით კიდევ ერთხელ წარვუდგინოთ მათ ქართული გასტრონომია.

ზოგადად, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს პოპულარიზაციაზე ევროპის ქვეყნებში ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობით გამოირჩევა, რადგან აქედან ჩამოსული ტურისტები საქართველოში ხარჯავენ შედარებით უფრო მეტს და გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით.

მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში მე ასევე მექნება შეხვედრები ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, რათა უზრუნველვყოთ და გვქონდეს პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×