რეზონანსი
20.07.2024

წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გზის დახაზვის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. საგზაო მონიშვნები აღმაშენებლის ქუჩასა და ჯუღელის გზატკეცილზე, საერთო ჯამში, 8 000 გრძივ მეტრზე დაიხაზა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

 გზის გამყოფი ზოლები თერმო პლასტის საღებავით დაიხაზა, ხოლო ისრები, „სდექ“ ხაზები და ქვეითთა გადასასვლელები ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავით იხაზება.

საგზაო მონიშვნის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით ასრულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×