რეზონანსი
20.07.2024

„ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციიდან, არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. მისივე თქმით, სწორედ 5%-იანი ბარიერის გადალახვაა იმის მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ერთიანდება.

„გახარიას უცნაური განცხადება, რომ „ლელოს" განაცება არ სურს, დამცინავიც არის საკუთარი ამომრჩევლებისთვის. აბა სამადაშვილი ვინ არის, „ქართული ოცნებიდან" წავიდა „ლელოში"?! რადიკალები ერთიანდებიან იმიტომ, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, სხვა მიზანი გაერთიანების არ შეიძლება არსებობდეს. 5 ნომრის გარდა, სხვა პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი აქვს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×