რეზონანსი
19.07.2024

„საქართველოს რკინიგზა" 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით და 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე 1 აგვისტოდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმი-თბილისის ღამის სამგზავრო მატარებელი.

მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი, 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 06:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით - 14:20 საათზე.

ამასთან, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი, 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გავა 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით - 17:20 საათზე.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით

საქართველოს რკინიგზის სალაროებში

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×