რეზონანსი
19.07.2024

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელის ყოფნა უკანონოა".

„ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე - არც ჩვენს მარადიულ დედაქალაქ იერუსალიმში, არც ჩვენი წინაპრების მიწაზე იუდეასა და სამარიაში. ჰააგის სასამართლოს ვერცერთი ცრუ გადაწყვეტილება ვერ დაამახინჯებს ამ ისტორიულ სიმართლეს, ისევე როგორც ისრაელის დასახლებების კანონიერება ჩვენი სამშობლოს ყველა ტერიტორიაზე არ შეიძლება სადავო იყოს", - განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ არასავალდებულო საკონსულტაციო დასკვნაში განაცხადა, რომ ისრაელის დასახლებების პოლიტიკა უკანონოა და რომ ის უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×