რეზონანსი
19.07.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში, თავის უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია.

„ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მე ჩემი კოლეგა კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჭირო რეფორმებზე, მათ შორისაა ცხრა ნაბიჯის შესრულება და აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია", - თქვა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ეფექტური დიალოგის წარმოება ყველა ევროპელ კოლეგასთან ინფორმაციის ღია გაცვლის მიზნით.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის მოკავშირედ უსაფრთხოების სფეროში და განაგრძობს პარტნიორების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×