რეზონანსი
19.07.2024

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „ლიონის" მოთამაშე გახდა, კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ჩემი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან საამაყო იყო. ვცდილობდი, ამ დონის ტურნირზე თამაშით სიამოვნება მიმეღო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა, რადგან ეს ის მომენტია, რომელიც შეიძლება ბევრჯერ ვერც განიცადო.

ევრო 2024-ს მთელი მსოფლიო უყურებდა, რაც შემეძლო გავაკეთე და ამან შედეგი მომიტანა, ამიტომ ბედნიერი ვარ. საქართველოში დაბრუნებულ ნაკრებს უამრავი ადამიანი დახვდა, ამ გახარებული ხალხის ნახვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×