რეზონანსი
19.07.2024

დღეს დილით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია.

გავრცელებეული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მას გაჩერება მოსთხოვეს და დაუმორჩილებლობის შემდეგ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეტა. შეეჯახების შედეგადაც 19 წლის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×