რეზონანსი
19.07.2024

ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, რომ „ქართული ოცნება" იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ესპანეთში დაინიცირებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მედიის გამჭვირვალობის საკითხს ითვალისწინებს.

„რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა კიდევ უფრო დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთისკენ შეატრიალეს ქვეყანაო, - ამასაც კი გვაბრალებდნენ. ახლა არცერთი არ ჩანს. რა თქმა უნდა, ესპანეთზე როგორ გაბედავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები ხმის ამოღებას? ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან, რუსეთისკენ შეტრიალდაო, დადასტურდა ჩვენი სიმართლე. რაც უფრო მეტი დრო გავა, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო უკეთ დაინახავს, რომ „ქართული ოცნება" იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×