რეზონანსი
19.07.2024

მდინარე ენგურში დაღუპული 15 წლის მოზარდი თაბუკა ახალაიაა. მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარეზე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარე ენგურში ბანაობდა. იგი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაუწყეს. ნაპირზე იპოვეს მოზარდის ტანსაცმელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×