რეზონანსი
18.07.2024

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებული როლისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის კონტექსტში.

„მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა უმასპინძლა.

მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა საქართველოს განსაკუთრებული როლისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დაკავშირებადობის კონტექსტში.

ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში. ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია", - აღნიშნავს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×