რეზონანსი
18.07.2024

ეს არის ნამდვილი ერთობა, ნამდვილი ცვლილებებისთვის, რომელიც მოემსახურება ერთ მნიშვნელოვან მიზანს, არ განმეორდეს წარსული ხელისუფლებების შეცდომები და მეორე მხრივ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელმაც ხელი შეუშალა, გაყინა და გააჩერა ევროინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ამ ერთობაში არის სამოქალაქო-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის შემადგენლობის დიდი ნაწილი არასდროს ყოფილა პარტიულ პოლიტიკაში. ეს არის პროფესიონალების ღირებული ერთობა, რომლებიც ჩაერთვებიან უკვე პოლიტიკურ პროცესში მარტივი მიზეზის გამო, თუ აქამდე მათ ამის სურვილი არ ჰქონიათ, ახლა არის გადამწყვეტი, ეგზისტენციალური არჩევნები, სადაც წყდება საქართველოს სახელმწიფოს საბოლოო ვექტორი, საით წავა ეს ქვეყანა", - აღნიშნა კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×