რეზონანსი
18.07.2024

ნატოს სამეთაურო ცენტრი, რომელიც უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას კოორდინაციას გაუწევს, გერმანიაში სექტემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში განუცხადა.

„ჩვენ შევთანხმდით შეგვექმნა სამეთაურო ცენტრი კოორდინაციისთვის და უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევისთვის. ეს სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. ის 700 ადამიანისგან შედგება და უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარებას გაუწევს", - თქვა მან.

უკრაინის მხარდამჭერი სამეთაურო ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება ნატომ ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიიღო. ის გერმანიის ქალაქ ვისბადენში განთავსდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×