რეზონანსი
18.07.2024

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს, რომელიც მანქანის მძღოლი იყო, ეპილეფსია აწუხებდა. დილით, „მერსედესის" მარკის ავტომობილის მართვისას იგი ცუდად გახდა და წონასწორობა დაკარგა. ავტომანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამხედრო ბაზასთან მდინარეში ჩავარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მანქანა და შიგ მყოფი ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. გამოძიება დაწყებულია.

Aktual.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×